იტალიური მედია „კალიარი“ – „ნაპოლის“ მატჩის (0:4) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა, რომელშიც ქართველმა თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.
Tuttomercatoweb 7.5 ქულა: „ერთი წუთიც არ იყო გასული, ყველა რომ შეაშინა, მაგრამ ტკივილისგან განიკურნა და დამამშვიდებელი გოლიც გაიტანა, სანამ ლუკაკუს საგოლე პასსაც გაუკეთებდა“.
Calciomercato 7.5 ქულა: „რამდენიმე წამში კოჭში ძლიერი დარტყმა მიიღო, მაგრამ მოედანზე დარჩა. მიუხედავად ცოტა ტანჯვისა, ყოველთვის მონაწილეობდა მთავარ იერიშებში, შემდეგ კი, გოლიც გაიტანა ფეხის წვერით ლუკაკუს პასით. ცოტა ხანში ბელგიელს დაუბრუნა საგოლე პასი“.
Tuttonapoli 7.5 ქულა: „ფეხებში დარტყმებს იღებს, ჩვეულებისამებრ, მაგრამ მეტოქეები ხშირად დაუსჯელი რჩებიან. ბევრი იმუშავა, სანამ შანსი არ მიიღო, რომელიც არ გაუფლანგავს. გოლის მომენტში ბურთს გემრიელად შეეხო“.
Sportvirgilio 7.5 ქულა: „საუკეთესო კონდიციაში არ იყო, მაგრამ როცა ბრწყინავს, ლეტალურია. მისმა გოლმა თამაში დახურა“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე (სერია A და იტალიის თასი) ხუთ მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ 9 ქულით სერია A-ში გალიდერდა, მომდევნო მატჩს კი, 21 სექტემბერს, სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.