ჭადრაკი

10:54 | 15.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ და ვაჟთა ნაკრებები საჭადრაკო ოლიმპიადაზე ისევ დაუმარცხებლად გამოდიან

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მეოთხე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა 3:1 დაამარცხა საბერძნეთის გუნდი და ასპარეზობას დაუმარცხებლად აგრძელებს.

პარტიები მოიგეს ნინო ბაციაშვილმა და სალომე მელიამ, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა და ნანა ძაგნიძემ ყაიმით დაასრულეს შეხვედრები. საქართველოს ქალთა ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო ტურში ქართველები უზბეკ მოჭადრაკეებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა ინგლისის უძლიერესს გუნდთან.

პარტია მოიგო ბაადურ ჯობავამ, ყაიმით დაასრულეს შეხვედრები: ლუკა პაიჭაძემ და ლევან ფანცულაიამ, სამწუხაროდ პირველ დაფაზე დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა ნიკოლოზ კაჭარავა. ვაჟთა ნაკრებს 6 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო ტურში ინდონეზიელ მოჭადრაკეებს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112615