ფეხბურთი

23:12 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: ლიდერთა სამეულში ყველაფერი ძველებურადაა

დღეს, 14 სექტემბერს, სანაკრებო პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. „იბერიამ“ შინ დიდი ანგარიშით მოუგო ბათუმის „დინამოს - 3:0, „თელავმა“ შინ წააგო უშუალო კონკურენტ „გაგრასთან“ – 0:1.

შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში კი „ტორპედომ“ ქუთაისში ფოთის „კოლხეთს“ 2:0 სძლია. გოლები ცოტნე ფაცაციამ (75-ე წთ) და ბიორნ იონსენმა (90+1-ე წთ) გაიტანეს. როგორც ხედავთ თამაშის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ანგარიში არ გახსნილიყო და ქუთათურებმა ბოლოსკენ იძალეს.

კვირას 24-ე ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება: იმერულ დერბიში „სამტრედია“ „სამგურალს“ უმასპინძლებს, თბილისის „დინამო“ კი ლიდერ „დილას.“

დღევანდელი მდგომარეობით სატურნირო ცხრილს გორის „დილა“ ლიდერობს 47 ქულით, მეორე-მესამე ადგილებზე 45-45 ქულიანი „იბერია“ და „ტორპედო“ დგანან, „იბერია“ ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით იკავებს მეორე საფეხურს. მეოთხე კი მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამოა“ (35 ქულა).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108524