ფეხბურთი

22:43 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ „ჰოლშტაინი“ გაანადგურა. კეინმა ჰეთ-თრიქი შეასრულა

გერმანული ბუნდესლიგის მე-3ტურის გვიან მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ დებიუტანტი „ჰოლშტაინ კელი“ სტუმრად 1:6 დაამარცხა. სტუმართაგან ჰეთ-თრიქი მიითვალა ინგილსელმა შემტევმა ჰარი კეინმა. თითო ჯამალ მუსიალამ და შცვლაზე შესულმა მაიკლ ოლისემ გაიტანეს, ერთიც საკუთარ კარში ნიკოლაი რემბერგმა შეაგდო. მასპინძელთაგან თავი არმინ გიგოვიჩმა გამოიჩინა.

ახლა „ბაიერნი“ 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. კვალში მას 7-7 ქულიანი დორტმუნდის „ბორუსია“ და „ლაიპციგი“ უდგანან.

მოქმედი „ჩემპიონი“ ლევერკუზენის „ბაიერი“ 6 ქულით მე-6 ადგილზეა. „ფარმაცევტებმა“ ამ ტურში სტუმრად „ჰოფენჰაიმს“ 1:4 მოუგეს.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-3 ტური. 14 სექტემბერი: ლაიპციგი - უნიონ ბერლინი 0:0, ჰოფენჰაიმი - ბაიერი 1:4, ფრაიბურგი - ბოხუმი 2:1, ვოლფსბურგი - აინტრახტი 1:2, გლადბახი - შტუტგარტი 1:3, ჰოლშტაინი - ბაიერნი 1:6

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115294