ფეხბურთი

22:17 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ჩემპიონატი: „თელავმა“ უშუალო კონკურენტთან წააგო

დღეს, 14 სექტემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის სამი მატჩი იმართება. ორი უკვე დასრულდა. „იბერიამ“ ბათუმის „დინამოს“ 3:0 მოუგო.

„თელავი“ კი საკუთარ „კავკასიონი არენაზე“ უშუალო კონკურენტ „გაგრას“ მასპინძლობდა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე გიორგი პაპუაშვილმა გაიტანა.

ეს თელაველთა კვიპროსელი მთავარი მწვრთნელის, პაბოს ხრისტოდულუს სადებიუტო მატჩი გახლდათ.

ეს გუნდები ფლეი აუტის ზონაში არიან: „გაგრა“ 24 ქულით მერვე ადგილზეა, 23 -ქულიანი „თელავი“ კი - მეცხრეზე.

ამ წუთებში „ტორპედო“ – „კოლხეთის“ მატჩი მიმდინარეობს.

0.118999