ფეხბურთი

0:27 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"კრაკოვიას" მწვრთნელი: "აბსურდი იქნება ვიფიქრო, რომ კაკაბაძე მას ვერ შეაჩერებს"

„კრაკოვიას“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ კროჩეკმა „პოგონთან“ მატჩის წინ ოთარ კაკაბაძეზე ისაუბრა.

ქართველ მცველს, პოლონეთის ნაკრების ყოფილი წევრის, კამილ გროსიჩკის წინააღმდეგ თამაში მოუწევს, რომლის შეჩერებაზეც დასმულ შეკითხვაზე პოლონელმა სპეციალისტმა თქვა:

„ოთარ კაკაბაძე საქართველოს ნაკრების წევრია და აბსურდი იქნება ვიფიქრო, რომ კამილ გროსიჩკის ვერ შეაჩერებს. საუბარია ფეხბურთელზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა. მჯერა მისი და რომ შეძლებს კარგად თამაშს“, - აღნიშნა კროჩეკმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა, ხოლო „კრაკოვია“ 13 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127984