ფეხბურთი

23:28 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ივა გელაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

თბილისის „იბერიამ“ 23 წლის ქართველი ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი დაიმატა.

ის ბოლოს იტალიურ „სპეციაში“ თამაშობდა, რომელიც დატოვა და ამ დრომდე უგუნდოდ იყო. ასე რომ, ივა ისევ „იბერიაში“ ითამაშებს , რომლის ღირსებას იტალიაში წასვლამდე იცავდა. მის კარიერაში ასევე იყო ბოლნისის „სიონი“.

გასულ სეზონში გელაშვილმა „სპეციას“ რიგებში სერია B-ში 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ივა გელაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული, დებიუტი შარშან ტაილანდთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა.

0.119558