ფეხბურთი

17:50 | 12.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ადელ შედლი: "მიქაუტაძე კარგი ბიჭია, მშრომელი და მას "ლიონში" მხარდაჭერა სჭირდება"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე „ლიონში“ სადებიუტო გოლის მოლოდინშია, მაგრამ როგორც თვითონ თქვა, არ ნერვიულობს, რადგან იცის, რომ ამის დროც მოვა.

„რა თქმა უნდა, ველოდები ჩემს პირველ გოლს „ლიონში“, მაგრამ არ ვღელავ, რადგან ვიცი, რომ მექნება მომენტი და ბურთი ბადეში“ აღმოჩნდება“, - თქვა მიქაუტაძემ.

ჟორჟის შესახებ ფრანგულ მედიასთან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა ადელ შედლიმ გააკეთა:

„ის კარგი ბიჭია, მშრომელი, ძალიან ძლიერი. მას დრო უნდა მისცეთ და პირველ რიგში, გაამხნეოთ, დარჩეთ მასთან ახლოს. თუ გინდათ, რომ კარგი შედეგი ჰქონდეს, მის მიმართ დადებითი განწყობა უნდა გქონდეთ“, - თქვა შედლიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ ჯერჯერობით სამი უგოლო მატჩი ჩაატარა, ხოლო სეზონში პირველი გოლი სანაკრებო შეხვედრაში გაიტანა ჩეხეთის წინააღმდეგ.

0.120645