Whoscored-ის ვერსიით ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში გიორგი ქოჩორაშვილი მოხვდა.
გამოცემამ ქართველის თამაში 8.12 ქულით შეაფასა:
„საქართველომ ერთა ლიგა ორი მოგებით დაიწყო, ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა კი, სამშაბათს ალბანეთის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა. 25 წლის ფეხბურთელმა ასევე გააკეთა ერთი საკვანძო პასი, ორი წარმატებული დრიბლინგი, ორი დარტყმა და ხუთჯერ ბურთიც მოიპოვა“, - წერს სტატისტიკის ვებგვერდი.
სიმბოლური ნაკრები ასეთია:
მეკარე: კარლ დარლოუ (უელსი)
მცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ინგლისი), არტუ ჰოსკონენი (ფინეთი), ვანია დრკუშიჩი (სლოვენია), ბენ დევისი (უელსი)
ნახევარმცველები: არდა გიულერი (თურქეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (საქართველო), ჰარი უილსონი (უელსი), კერემ აკტურკოღლუ (თურქეთი)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ინგლისი), ბენჟამინ შეშკო (სლოვენია)