ფეხბურთი

16:30 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

სპინაცოლა: "კვარაცხელიასთან ერთად თამაში ძალიან მარტივია"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ლეონარდო სპინაცოლამ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაშზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს ძალიან მარტივია, მაგრამ ჯერ მასთან ბოლომდე შეთამაშებული არ არის.

„მოედანზე კვარასთან ურთიერთგაგება იზრდება, ისევე, როგორც სხვებთან, მაგრამ საბოლოოდ ჯერ კიდევ შესათამაშებელი ვართ. კვარასთან ძალიან ადვილია თამაში, რადგან მას შეუძლია სივრცეების გახსნა მთელი გუნდისთვის“, - თქვა სპინაცოლამ.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო სპინაცოლა „ნაპოლის“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მას შემდეგ, რაც „რომასთან“ კონტრაქტი ამოეწურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113589