ფეხბურთი

17:11 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალს" მარტინ ედეგორი რამდენიმე კვირით გამოაკლდა

ლონდონის „არსენალს“ მარტინ ედეგორი რამდენიმე კვირით დააკლდება. 25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ავსტრიასთან შეხვედრაში მიიღო და დაზიანება საკმაოდ სერიოზული გამოდგა.

ნორვეგიელი მინიმუმ სამი კვირით იუქმებს, თუმცა შეიძლება უფრო მეტი დროც გაუცდეს, ასე რომ, „არსენალს“ უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება, თანაც, ძალიან მნიშვნელოვან მატჩებში, მათ შორის, „ტოტენჰემთან“, „ატალანტასა“ და „მანჩესტერ სიტისთან“.

უფრო მეტიც, ედეგორს შეიძლება ოქტომბრის სანაკრებო შეხვედრების გამოტოვებაც მოუწიოს. მის ტრავმაზე დაკვირვება სამი კვირის შემდეგ დღითიდღე განხორციელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103903