ბრაზილიის ნაკრები კრიზისი გრძელდება. ჟუნიორ დორივალის გუნდმა მუნდიალის შესარჩევის მერვე ტურში მორიგი მარცხი განიცადა, უკვე მეოთხე...
ბრაზილია ამჯერად პარაგვაიმ დაამარცხა, რომელმაც ასუნსიონში დიეგო გომესის გოლით 1:0 მოიგო და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.
ბოლო ხუთ ტურში ბრაზილიისთვის ეს მეოთხე წაგებაა და შესარჩევ ეტაპზე კატასტროფული მაჩვენებელი აქვს: 3 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება, შესაბამისად, 10 ქულით მეხუთე ადგილზეა.
„სელესაოს“ ბედად, მუნდიალზე კონმებოლიდან 6 ნაკრები გავა, პლუს მეშვიდე პლეი-ოფში, თორემ ვინ იცის, რა მოხდებოდა...
ბრაზილია მომდევნო ტურში სტუმრად აუტსაიდერ ჩილეს შეხვდება, ხოლო პარაგვაი, რომელიც 9 ქულით მეშვიდეა, ეკვადორს ესტუმრება.