ფეხბურთი

20:35 | 10.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კონკურენტმა შვედეთმა ქულები დაკარგა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისთვის ევრო 2025-ის შესარჩევ ეტაპზე კარგი ამბავი მოხდა: კონკურენტმა შვედეთმა აუტსაიდერ მოლდოვასთან დაუგეგმავი და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მოლდოვა 52-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იყო, თუმცა შვედებმა გოლი მაინც ვერ გაიტანეს.

შედეგად, 8 ტურის შემდეგ საქართველოს 16 ქულა აქვს, შვედეთს - 14. ამ ჯგუფიდან პირველი ადგილით ნიდერლანდები უკვე გასულია, რომელმაც ყველა, 9 მატჩი მოიგო.

ბრძოლა მეორე ადგილისთვის საქართველოსაა და შვედეთს შორისაა, რომლებიც ერთმანეთს 10 ოქტომბერს, შვედეთში შეხვდებიან და ეს თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს.

თუმცა, საქართველოს ბოლო ტურის იმედიც შეიძლება ჰქონდეს, როცა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, ხოლო შვედეთი მართალია, უმოტივაციოა, მაგრამ ძლიერ ნიდერლანდებს ესტუმრება, შესაბამისად, დიდი შანსია ქულები დაკარგოს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 2025 წლის ივნისში, სლოვაკეთში გაიმართება. მასპინძლებს 15 ნაკრები დაემატება: საკვალიფიკაციო ეტაპის 9 ჯგუფის გამარჯვებული და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი, ხოლო დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი დაწყვილდებიან და ორმატჩიან პლეი-ოფში გამარჯვებული 3 გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 2023 წელს ითამაშა ფინალურ სტადიაზე, რომლის თანამასპინძელი იყო რუმინეთთან ერთად და მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში წააგო.

0.118861