ფეხბურთი

21:35 | 10.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ალბანეთის წინააღმდეგ ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე ერთა ლიგის მეორე ტურში ტირანაში, ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა, საქართველოს სასტარტოში კი, წინა მატჩთან შედარებით ცვლილება არაა:

ალბანეთი (4-3-2-1): სტრაკოშა; ჰისაი, ისმაილი, კუმბულა, მიტაი; ასლანი, რამადანი, ბაირამი; ასანი, ჰოჯა; მანაი

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; გველესიანი, კაშია, დვალი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი; ჩაკვეტაძე, კვარაცხელია; მიქაუტაძე

შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შემდეგ საქართველოსა და ალბანეთს 3-3 ქულა აქვთ. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.1149