იტალიელი სტეფანო პიოლი საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება, იუწყება Okaz Sport. მოგეხსენებათ ამ კლუბში კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს.
წყაროს ცნობით, ლუის კასტრო, რომელიც ამჟამად გუნდს ხელმძღვანელობს, მალე კლუბს დატოვებს.
„ალ-ნასრმა“ საუდის არაბეთის ჩემპიონატის ეს სეზონი გამარჯვებითა და ფრით დაიწყო, გუნდი ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.
ადგილობრივი სუპერთასის ფინალში კასტროს გუნდმა „ალ-ჰილალთან“ გამანადგურებელი მარცხი განიცადა ანგარიშით 1:4.
ადრე პიოლი „მილანში“ 2019 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო სერია A 2021/2022 წლების სეზონი და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია.