საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა საბა გოგლიჩიძემ და ლუკა ლოჩოშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში ალბანეთის ნაკრებთან მატჩამდე კომენტარი გააკეთეს.
საბა გოგლიჩიძე: "ჩეხეთის ნაკრების სახით ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. კარგად მოვემზადეთ ამ თამაშისთვის, ასი პროცენტით დავიხარჯეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ალბანეთი რთული მეტოქეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაფასებთ. ვემზადებით და ვეცდებით, რომ ჩვენი თამაშით მივაღწიოთ წარმატებას".
ლუკა ლოჩოშვილი: "დაძაბულ ბრძოლას ველი. ალბანეთი სახლში ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია. მეტოქე შევისწავლეთ და ვეცდებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩეხეთთან თამაშს დადებითად შევაფასებდი. კარგი, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ბევრი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში შევხვდით ერთა ლიგას. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და დადებითი შედეგით დავასრულებთ ამ შეკრებას".
შეგახსენებთ, რომ ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. საქართველო ალბანეთს აქამდე 15-ჯერ შეხვდა, საიდანაც 8 მატჩი მოიგო, 3-ჯერ დამარცხდა, ხოლო 4 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.