ფეხბურთი

22:35 | 9.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "ადვილი თამაში არ არსებობს, თუმცა მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში ალბანეთის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

"რთულ თამაშს ველოდებით. სანაკრებო დონეზე გასვლაზე თამაში მარტივი არასდროს არის. ვიცით, რომ ყველ ბილეთი გაყიდულია. ალბანეთის ნაკრებს კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. ჩვენი გუნდი კარგ ფორმაში ხვდება თამაშს და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ჩემი პირველი სანაკრებო მშრალი მატჩი სწორედ ამ სტადიონზე ჩავატარე. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა ევროპული კარიერა, ახლა კი, მეტი გამოცდილება მაქვს და ვეცდები ხვალინდელ შეხვედრაშიც კარგად ვითამაშო.

მიუხედავად ანგარიშისა, ჩეხეთთან რთული თამაში გამოვიდა. კარგად ვითამაშეთ და სწორედ ამიტომ დაფიქსირდა ასეთი სხვაობა. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია. მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს. ვუყურებდი და სიამოვნებას ვიღებდი ჩეხეთთან შეხვედრაში მათი თამაშისგან.

მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერის გარეშე, შესაძლოა, ვერც გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე. ცუდ და კარგ პერიოდშიც გვეხმარებიან და ყველაფერს გავაკეთებთ მათთვის. ერთი გუნდი ვართ და მათი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის", - თქვა მამარდაშვილმა.

და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. საქართველო ალბანეთს აქამდე 15-ჯერ შეხვდა, საიდანაც 8 მატჩი მოიგო, 3-ჯერ დამარცხდა, ხოლო 4 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.

0.128053