ფეხბურთი

10:25 | 8.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალბანეთი - საქართველოს მატჩს ბელგიელი არბიტრი იმსაჯებს

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში, ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებებს მატჩს ბელგიელ მსაჯთა ბრიგადა იმსაჯებს.

მთავარი არბიტრი ერიკ ლამბრეხტსი იქნება, რომელსაც ჯო დე ვეირდტი და კევინ მონტენი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე არბიტრის ფუნქციას ნათან ვერბომენი შეასრულებს.

39 წლის ლამბრეხტსს საქართველოს ნაკრების მატჩი აქამდეც უმსაჯია: 2021 წელს, ენსხედეში, ნიდერლანდებთან სპარინგი, რომელიც ვილი სანიოლის გუნდმა 0:3 წააგო და ბელგიელმა იმ შეხვედრაში მასპინძელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა.

დღევანდელი შემადგენლობიდან მაშინ ითამაშეს გიორგი ლორიამ, გურამ კაშიამ, ლაშა დვალმა, საბა ლობჟანიძემ, ოთარ კაკაბაძემ, ბუდუ ზივზივაძემ ოთარ კიტეიშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ, ხოლო ირაკლი აზაროვი და გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო სკამზე იყვნენ. ბელგიელმა ხსენებულ მატჩი კაკაბაძეს და კაშიას ყვითელი ბარათები უჩვენა.

გარდა ამისა, ლამბრეხტსი იყო 2017 წელს, თბილისში, საქართველოსა და იტალიის 17-წლამდე ნაკრებების მატჩის მსაჯიც, რომელიც აპენინელებმა 2:0 მოიგეს. ამ შეხვედრაში ითამაშეს ირაკლი აზაროვმა, შოთა ნონიკაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ.

კიდევ ორ შემთხვევაში ლამბრეხტსი მეოთხე მსაჯი იყო საქართველოსთან მიმართებაში: 2018 წელს, საქართველოსა და აზერბაიჯანის 19-წლამდელების (1:2) და 2017 წელს, საქართველო - ლატვიის 17-წლამდელების მატჩებზე (1:0).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და მეორე ტურში 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112452