ფეხბურთი

2:56 | 8.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

სოუჩეკი: "ნაკრებში ჩემი ყველაზე ცუდი თამაში იყო, დაცვაში საშინელი შეცდომები დავუშვით"

ჩეხეთის ნაკრების კაპიტანმა ტომაშ სოუჩეკმა საქართველოსთან მარცხის (1:4) შემდეგ ისაუბრა.

როგორც „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელმა აღნიშნა, სანაკრებო კარიერაში ასეთი ცუდი თამაში არ ჰქონია:

„მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა შემიძლია და ყველა უარყოფითი იქნება. ალბათ, ეს იყო ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი, რომელიც ნაკრებში ჩავატარე. შედეგი ერთია, თამაში სხვა - შეტევაში აბსოლუტურად არაფერი გაგვიკეთებია და დაცვაში საშინელი შეცდომები გვქონდა. ზოგჯერ ისეთი განცდა მქონდა, რომ უბრალოდ მოსწავლეები ვიყავით.

მატჩის შემდეგ ბევრი რამ გვქონდა ერთმანეთისთვის სათქმელი და აუცილებლად კიდევ ვეტყვით. გვინდოდა, საქართველოსთან ისე გვეთამაშა, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ვეთამაშეთ, იქ უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ამჯერად მათ აჩვენეს, რომ უკეთესები ისინი იყვნენ. აუცილებლად გვინდა, საშინაო მატჩში რევანში ავიღოთ. გასახდელში ვთქვით, რომ ასე თამაში არ შეიძლება, ერთია შეცდომის დაშვება, მაგრამ სხვა საქმეა გარკვეული პასუხისმგებლობა და გუნდისთვის მაქსიმუმის გაკეთება, რაც ჩვენი მოვალეობაა. მე მაინც მჯერა, რომ გუნდს საკმარისი ძალა აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად“, - თქვა სოუჩეკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და მეორე ტურში 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120053