ფეხბურთი

1:16 | 8.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ჩემთვის ეს ანგარიში მოულოდნელი არ იყო"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხეთთან მოგების (4:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს ანგარიში მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ჩემთვის არ იყო მოულოდნელი ეს ანგარიში, რადგან ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ეს ევროპის ჩემპიონატზეც დავამტკიცეთ და დღესაც. მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, რადგან B დივიზიონში ხელწამოსაკრავი მეტოქე არცერთია. ჩეხეთთან 4:1 მოგება ძალიან დადებითია. ბიჭებმა საუკეთესოდ ითამაშეს. მეორე ტაიმი უფრო ვილის ფაქტორი იყო, ტაქტიკურად მოგვცა დავალებები და ჩვენც შევასრულეთ. მთლიანად თამაშს დადებითად ვაფასებ. ჩემი აზრით, საუკეთესო ჩაკვე იყო.

ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ, ვეცდებით, რომ ალბანეთშიც მოვიგოთ“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და მეორე ტურში 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11857