ფეხბურთი

0:52 | 8.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინამ ალბანეთთან წააგო

ერთა B ლიგის პირველი ჯგუფის გვიან მატჩში უკრაინის ნაკრებმა პრაღაში ალბანეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 49-ე წუთზე კი „მასპინძლებმა“ გახსნეს ანგარიში, თავი ეფიმ კონოპლიამ გამოიჩინა. ხუთ წუთში ადრიან ისმაილიმ გაათანაბრა. 66-ზე კი იასირ ასანიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

მანამდე ამავე ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა და ჯგუფს ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით ლიდერობს.

  1. საქართველო 1 1 0 0 4:1 3
  2. ალბანეთი 1 1 0 0 2:1 3
  3. უკრაინა 1 0 0 1 1:2 0
  4. ჩეხეთი 1 0 0 1 1:4 0
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10994