ფეხბურთი

20:02 | 7.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძეს ევრო 2024-ის ბომბარდირობისთვის ჯილდო გადასცეს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ჩეხეთთან მატჩის წინ დააჯილდოვეს ევროპის ჩემპიონატზე თანაბომბარდირობისთვის.

მას სპეციალური პრიზი გადაეცა, რომელიც უეფას ჰქონდა დაწესებული.

მიქაუტაძის გარდა, ევრო 2024-ის ბომბარდირები გახდნენ ივან შრანცი (სლოვაკეთი), კოდი გაკპო (ნიდერლანდები), დანი ოლმო (ესპანეთი), ჯამალ მუსიალა (გერმანია) და ჰარი კეინი (ინგლისი).

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან ევრო 2024-ზე ყველა ცოტა, 4-4 მატჩი მიქაუტაძემ და შრანცმა ჩაატარეს.

საქართველო-ჩეხეთის მატჩამდე გულშემატკივარს მედლები წარუდგინეს პარიზის ოლიმპიადის მედალოსნებმა, მათ შორის, პარალიმპიკელებმა. ოლიმპიელებს სიმბოლურად საქართველოს ნაკრების მაისურები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1207