ფეხბურთი

17:40 | 7.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯონათან ტაა "ლევერკუზენს" სეზონის ბოლოს უფასოდ დატოვებს

ჯონათან ტაა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ლევერკუზენს“ დატოვებს. როგორც 28 წლის გერმანელმა მცველმა თქვა, კონტრაქტს, რომელიც 30 ივნისს იწურება, არ გაახანგრძლივებს.

„ლევერკუზენთან“ კონტრაქტს არ გავახანგრძლივებ. ჩემი საფეხბურთო კარიერა ხანმოკლეა და მინდა, მთელი ჩემი პოტენციალი გამოვიყენო. მომავალი „ბაიერნში? სხვა შემოთავაზებებიცაა, ვნახოთ. ამავდროულად, მიმდინარე სეზონში კონტრაქტის ამოწურვამდე „ლევერკუზენისთვის“ მაქსიმუმს გავიღებ“, - თქვა ტაამ.

ჯონათან ტაა „ლევერკუზენში“ 2015 წლიდან თამაშობს და 356 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ჰამბურგის“ და „დიუსელდორფის“ წევრი იყო.

0.115473