მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში არგენტინის ნაკრებმა მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს ჩილესთან პრობლემა არ ჰქონია. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ არგენტინამ მეტოქეს სამჯერ გაუტანა. ჯერ ანგარიში ალექსის მაკალისტერმა გახსნა, ხოლო შემდეგ ხულიან ალვარესმა და პაულო დიბალამ გაიტანეს - 3:0.
კიდევ უფრო სოლიდურად მოიგო ბოლივიამ, რომელმაც საკუთარ მოედანზე ვენესუელა 4:0 გაანადგურა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
არგენტინა 7 ტურის შემდეგ 18 ქულით ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს შესარჩევ ეტაპს, ბოლივია 6 ქულით მეშვიდე ადგილზე აღზევდა, ვენესუელა 9 ქულით მეოთხეა, ხოლო ჩილე 5 ქულით - მეცხრე.