ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ტურში სან მარინომ ლიხტენშტეინის ნაკრები 1:0 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
მეორე ტაიმის სტარტზე ნიკო სენსოლიმ მოახერხა ერთადერთი გოლის გატანა. სან მარინოს აქამდე ბოლო მოგება ზუსტად 20 წლის წინ, 2004 წელს, სწორედ ლიხტენშტეინთან ჰქონდა...
აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლის ავტორი 2005 წელს დაიბადა, ასე რომ, ის დაბადებულიც არ იყო, როცა სან მარინოს ბოლო გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, ახლა კი, მან მოაგებინა...
ზოგადად, სან მარინოს ისტორიაში სულ ხსენებული ორი გამარჯვებაა - ერთი 2004 წელს და მეორე დღეს, ორთავე ლიხტენშტეინთან. კიდევ არის 9 ფრე, სულ ესაა. ასე რომ, დღევანდელი გამარჯვება იმითაც ფასეულია, რომ პირველია ოფიციალურ მატჩებში, 20 წლის წინანდელი მოგება ამხანაგურ შეხედრაში იყო.