საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ ერთა ლიგის პირველ ტურში იტალიის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა:
„რეალში“ საქმე კარგად მიდის, უკვე ტიტულიც მოვიგეთ. აქ დაბრუნებით თავს განსხვავებულად არ ვგრძნობ, დიდი ხანი არ არის, რაც წავედი. ამ სტადიონთან შესანიშნავი მოგონებები მაქვს, სადაც ჩემი კარიერის მრავალი წელი გავატარე. გულშემატკივრებისგან კონკრეტულ რეაქციას არ ველოდები, მთავარია გავიმარჯვოთ.
დონარუმასთან ჯერ არ მისაუბრია. იტალიამ ევრო 2024-ზე კარგად ვერ ითამაშა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ვერც საფრანგეთმა. იტალია რჩება ერთ-ერთ საუკეთესოდ და საფრანგეთი-იტალია ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩია.
ამჟამად ვთამაშობ იქ, სადაც ყოველთვის მინდოდა თამაში, ამიტომ, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ დადებითი მოვლენებია. მძულს მარცხი და მინდა, მაქსიმუმი გავიღო „რეალისა“ და საფრანგეთისთვის. საფრანგეთის ნაკრებზე მნიშვნელოვანი არაფერია. საინტერესოა, რომ 2021 წელს, ერთა ლიგა რომ მოვიგეთ, დიდი რეაქცია არ მქონია, ფინალის შემდეგ მეგონა, რომ ტიტული არც მოგვიგია, ხოლო როცა წავაგეთ, თითქოს, ეს სამყაროს დასასრული იყო“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და იტალიის მატჩი 6 სექტემბერს, „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართება.