ჭიდაობა

19:59 | 5.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვეს

ესპანეთში 20-წლამდელთა ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ორი მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ თორნიკე მიქელაძე (77 კგ) და აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ).

თორნიკე მიქელაძემ შვედი მეტოქე ანგარიშით 5:3 დაამარცხა, აჩიკო ბოლქვაძემ კი რუმინელ სპორტსმენს ანგარიშით 10:0 სძლია.

ამ მსოფლიოს პირველობაზე საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101752