„ლიონმა“ „მარსელიდან“ გამოცდილი ცენტრალური ნახევარმცველი ჯორდან ვერეტუ დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
31 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი გააფორმა და „ლიონში“ 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ჯორდან ვერეტუს კარიერის განმავლობაში „ნანტში“, „ასტონ ვილაში“, „სენტ-ეტიენში“, „ფიორენტინაში“, „რომასა“ და „მარსელში“ უთამაშია, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.