ფეხბურთი

16:42 | 5.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალბანელი ფეხბურთელები: "საქართველოსთან გულშემატკივრების მხარდაჭერით თამაში უფრო ადვილი იქნება"

ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ქაზიმ ლაჩიმ და მარაშ კუმბულამ უკრაინისა და საქართველოს ნაკრებებთან მატჩებამდე კომენტარი გააკეთეს.

ისინი მომდევნო შეხვედრებში გამარჯვებას გეგმავენ და საქართველოსთან გულშემატკივართა მხარდაჭერის იმედიც აქვთ:

„მოუთმენლად ველოდებით ერთა ლიგას. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვალდებული ვართ ყველაფერი გავაკეთოთ. ჩემთვის უკრაინასთან განსაკუთრებული მატჩია, რადგან ჩეხეთში ჩემს სტადიონზე ვთამაშობთ. ძლიერი მეტოქეები გვყავს, უკრაინა და საქართველო ევროპის ჩემპიონატზე იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივარი მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს, როგორც გერმანიაში იყო. ძალიან გვჭირდება მათი მხარდაჭერა“, - განაცხადა ლაჩიმ.

„ძალიან რთული მეტოქეები არიან, განსაკუთრებით უკრაინა. როგორც ყოველთვის, მოედანზე გამარჯვებისთვის გავალთ. საქართველოსთან გულშემატკივარიც დაგვეხმარება, რადგან სახლში ვთამაშობთ. ძალიან ინტენსიური ვარჯიშები გვქონდა და გუნდი მზადაა. რთული მატჩებია, მაგრამ გამარჯვების იმედი გვაქვს. გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ, როგორც ეს გერმანიაში გააკეთეს. საქართველოსთან მატჩიც რთული იქნება, მაგრამ გულშემატკივრების მხარდაჭერით უფრო გაგვიადვილდება. გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე, რადგან ჩვენი მიზანი ყოველთვის ესაა“, - თქვა კუმბულამ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გამოვა, სადაც ჯგუფში ჩეხეთს, ალბანეთს და უკრაინას გაეჯიბრება. ვილი სანიოლის გუნდი 7 სექტემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩეხეთს უმასპინძლებს, რომელსაც 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება.

0.11742