ბილბაოს „ატლეტიკის“ ნახევარმცველი ნიკო უილიამსი უხეშად გამოეხმაურა გულშემატკივართა შეთავაზებას მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან დაკავშირებით - გვამცნობს Cadena SER.
22 წლის ფეხბურთელს „ატლეტიკის“ ღია ვარჯიშზე გულშემატკივარი მიუახლოვდა.
„მომავალ წელს მადრიდის „რეალში", ნიკო!" - დაიყვირა გულშემატკივარმა.
„ჯოჯოხეთში წადი, ნაბიჭვარო", - უპასუხა უილიამსმა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარემარბი „ბარსელონაში“ გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.
ამ სეზონში უილიამსმა ლა ლიგაში „ატლეტიკის“ შემადგენლობაში 4 მატჩი ჩაატარა უგოლოდ.