მადრიდის „რეალმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არ გაუშვა დანი სებალიოსი „მონაკოში.“
მონაკოელებმა სცადეს 28 წლის ნახევარმცველის იჯარით აყვანა, მაგრამ მადრიდულმა კლუბმა უარი განაცხადა - წერს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
მანამდე „რეალმა“ უარყო „ბეტისის“ შეთავაზება სებალიოსის თაობაზე, რომელსაც ტერფის დაჭიმვის გამო 6-8 კვირა გაუცდება.