ფეხბურთი

1:00 | 5.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი სავარაუდოდ, კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი სავარაუდოდ კარიერას უნგრულ „სპარტაკუსში“ გააგრძელებს.

32 წლის ნახევარმცველმა ევრო 2024-ის შემდეგ პოზნანის „ლეხთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და მას შემდეგ უგუნდოდაა, რის გამოც თავისუფალი აგენტია და ახალ გუნდს ეძებდა. მოსალოდნელია, რომ ეს გარიგება უახლოეს ხანში დადასტურდება.

„სპარტაკუსი“ უნგრეთის ჩემპიონატში 6 ტურის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა.

ნიკა კვეკვესკირს „ლეხის“ გარდა, ასევე უთამაშია ზუგდიდის „ბაიაში“, „დინამო თბილისში“, „ცხინვალში“, „დილაში“, ბაქოს „ინტერში“, „გაბალასა“ და „ტობოლში“. საქართველოს ნაკრებში მან დღემდე 61 შეხვედრა ჩაატარა.

0.113731