ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა ტოლენ სეფერიმ და არბერ ჰოქსამ ერთა ლიგის უახლოეს მატჩებზე ისაუბრეს უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ.
„საქართველოს მატჩს განსაკუთრებულად ველოდები, რადგან ეს ჩემი პირველი თამაში იქნება „ეარ ალბანიას“ სტადიონზე. ალბანელებს მოვუწოდებ, რომ რაც შეიძლება ბევრი მოვიდნენ და სტადიონი შეავსონ. ჯგუფში გვიდა პირველი ადგილის დაკავება, რატომაც არა? ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ ჩვენი ნაკრებისთვის, როგორც ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - თქვა ჰოქსამ.
„შეკრება დავიწყეთ, უკრაინა და საქართველო ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა მატჩში მაქსიმუმი გავიღოთ და ვიმედოვნებთ, რომ პირველ მატჩს მოვიგებთ, შემდეგ კი, საქართველოსთან მატჩისთვის მზადებას დავიწყებთ“, - აღნიშნა სეფერმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გამოვა, სადაც ჯგუფში ჩეხეთს, ალბანეთს და უკრაინას გაეჯიბრება. ვილი სანიოლის გუნდი 7 სექტემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩეხეთს უმასპინძლებს, რომელსაც 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება.