იტალიურ „რომაში“ მატს ჰუმელსის გადასვლა თითქმის გადაწყდა. გერმანელ მცველს რომში სამედიცინო შემოწმებაზე დღეს ელოდებიან.
ჰუმელსი „რომას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ერთი წლით განახლების ვარიანტით. აღსანიშნავია, რომ „ჯალოროსიმ“ ორი დღის წინ უფასოდ კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, მარიო ერმოსო დაიმატა.
მატს ჰუმელსი მიუნხენის „ბაიერნის“ აკადემიის აღზრდილია, თუმცა, თავიდან სახელი „დორტმუნდში“ გაითქვა, ხოლო „რეკორდმაისტერს“ 2016 წელს დაუბრუნდა, სადაც მხოლოდ სამი სეზონი ითამაშა, 2019 წლიდან კი, ისევ „დორტმუნდის“ რიგებში ირჯებოდა, რომელიც გასულ ზაფხულს კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა.