ფეხბურთი

22:30 | 3.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "ყველანაირად ვეცდებით, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ შეკრების მეორე დღეს კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდში შესანიშნავი განწყობაა და ყველა კარგ ხასიათზეა.

„როგორც ყოველთვის, ნაკრებში ყოველთვის შესანიშნავი განწყობაა. პირველად შევიკრიბეთ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. განწყობა ამაღლებული და საბრძოლოა.

ყველა შესანიშნავ ხასიათზეა და, რაც მთავარია, ჯანმრთელია. ვემზადებით ახალი ერთა ლიგისთვის, რომელიც 7 სექტემბერს, ჩეხეთთან თამაშით დაიწყება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი საშინაო თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ“, - თქვა ბუდუმ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გამოვა, სადაც ჯგუფში ჩეხეთს, ალბანეთს და უკრაინას გაეჯიბრება. ვილი სანიოლის გუნდი 7 სექტემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩეხეთს უმასპინძლებს, რომელსაც 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114084