ფეხბურთი

18:21 | 3.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: "კვარაცხელიამ, რაც "პარმასთან" მატჩში გააკეთა, ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, თუ როგორ იბრძოდა კვარა „პარმასთან“ შეხვედრაში ბურთის დასაბრუნებლად.

„ჩემთვის სიურპრიზი იყო კვარაცხელია რომ ასე დარბოდა, ის სულისკვეთება, რომელიც „პარმასთან“ მატჩში აჩვენა, ჩემთვის გასაკვირი აღმოჩნდა. როდესაც ასეთი ფეხბურთელები, ასეთი ლიდერები რჩებიან „ნაპოლიში“ და აჩვენებენ იმას მოედანზე, რაც მან აჩვენა, ძალიან მნიშვნელოვანია. ის ოთხჯერ დაედევნა მეტოქეს, რადგან ბურთის დაბრუნება სურდა, ამის გაკეთების სურვილი ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ კონტემ გუნდს უკვე რაღაც გადასცა“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 15 სექტემბერს, „კალიარისთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103999