საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშებისთვის მზადება დაიწყო.
2 სექტმებერს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში, სექტემბრის შეკრების პირველ დღეს მსუბუქად, არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცეში 11 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, საბა გოგლიჩიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე. სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახებული სხვა ფეხბურთელები გუნდს უახლოეს ორ დღეში შეუერთდებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია)
ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ)
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი).
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გამოვა, სადაც ჯგუფში ჩეხეთს, ალბანეთს და უკრაინას გაეჯიბრება. ვილი სანიოლის გუნდი 7 სექტემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩეხეთს უმასპინძლებს, რომელსაც 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება.