ფეხბურთი

0:43 | 31.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის გამოუყენებელი შანსი და "ლიონის" საოცარი ქამბექი ლიგა 1-ში

საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურში „ლიონმა“ „სტრასბური“ 4:3 დაამარცხა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი მიქაუტაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, ფორვარდის პოზიციაზე, მაგრამ მისთვის პირადად კარგი არაფერი მომხდარა: ქართველს პირველ ტაიმში ორი საგოლე შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა, ხოლო 59-ე წუთზე შეცვალეს, როცა „ლიონი“ 1:3 მარცხდებოდა...

მიქაუტაძის გასვლიდან 4 წუთში უკვე ანგარიში 3:3 იყო, 14 წუთში - 4:3. დუბლი შეასრულა გიფტ ორბანმა, რომელიც მიქაუტაძის კონკურენტია და გიორგის პოზიციაზე სწორედ ის ჩაერთო თამაშში 59-ე წუთზე.

„ლიონი“ 3 ქულით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში 15 სექტემბერს, „ლანსს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.119011