ფეხბურთი

23:02 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" "იუვენტუსიდან" ბრაზილიელ ნახევარმცველს იჯარით იმატებს

„ნაპოლი“ ახლოსაა ტურინის „იუვენტუსიდან“ ბრაზილიელი ნახევარმცველი არტურ მელო ინათხოვროს.

მას შემდეგ, რაც „ბრაიტონიდან“ ბილი გილმორის დამატების ვარიანტი ჩაიშალა, ნეაპოლელებმა არტურის დამატება გადაწყვიტეს, რომელიც „იუვეს“ გეგმებში არ შედის და მხარეები ერთწლიან იჯარაზე მორიგდნენ. ხელფასის ნაწილს ტურინელები გადაიხდიან.

არტურმა კარიერა „გრემიოში“ დაიწყო, შემდეგ „ბარსელონაში“ ითამაშა, საიდანაც „იუვენტუსს“ შეუერთდა, რომლის მაისურით 63 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ბოლო ორი სეზონი იჯარით მან „ლივერპულსა“ და „ფიორენტინაში“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111922