ფეხბურთი

18:50 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რომელუ ლუკაკუ "ნაპოლის" ფეხბურთელია

„ნაპოლიმ“ რომელუ ლუკაკუ დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ბელგიელმა ფორვარდმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლუკაკუ „ნაპოლიში“ სეზონში 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო „ჩელსი“ 30 მილიონი ევრო მიიღო, რასაც მომდევნო ტრანსფერიდან პროცენტიც დაემატება.

ანტონიო კონტეს მოთხოვნა იყო ფორვარდის პოზიციაზე ლუკაკუს შეძენა, რომელმაც ვიქტორ ოსიმენი უნდა შეცვალოს, რადგან ნიგერიელი ალბათ გუნდს დატოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ვერ იპოვა გუნდი.

კონტე ლუკაკუსთან ერთად „ინტერში“ მუშაობდა და კარიერის საუკეთესო პერიოდიც ბელგიელმა სწორედ იქ გაატარა.

„ინტერის“ გარდა, ლუკაკუს „ანდერლეხტში“, „ვესტ ბრომვიჩში“, „ევერტონში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „ჩელსისა“ და „რომაში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118651