„ნაპოლიში“ რომელუ ლუკაკუმ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, შესაბამისად, კონტრაქტზე ხელის მოწერა უკვე ფორმალობა და დროის ამბავია.
ბელგიელის ტრანსფერი ვიქტორ ოსიმენის წასვლის მანიშნებელია, რომელსაც ორი ვარიანტი აქვს - „ჩელსი“ და არაბული „ალ-აჰლი“. ინგლისურ კლუბზე ვრცელდება ინფორმაცია, მაგრამ ჯანლუკა დი მარციო ბოლო ცნობებით წერს, რომ ოსიმენი მზადაა „ალ-აჰლის“ შეთავაზება განიხილოს და კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.
„ალ-აჰლი“ ნიგერიელს ოთხწლიან კონტრაქტს, სეზონში 25 მილიონ ევროს სთავაზობს და სწორედ ძალიან მაღალი ხელფასის გამო ოსიმენი მზადაა შეთავაზებას დათანხმდეს. თავის მხრივ, „ნაპოლი“ დაახლოებით 100 მილიონ ევროს მიიღებს.
ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაირკვეს, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღე რჩება.