ტურინის „იუვენტუსმა“ „პორტუდან“ ნიჭიერი პორტუგალიელი შემტევი ფრანსისკო კონსეისაო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
21 წლის გარემარბი „იუვეს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და მის გამოსყიდვაზე კლუბები გაისად ისაუბრებენ.
ფრანსისკო კონსეისაომ „პორტუში“ 93 მატჩში 11 გოლი გაიტანა, მან ერთი სეზონი იჯარით „აიაქსშიც“ გაატარა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 6 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.
გარდა ამისა, გადაწყდა, რომ „იუვენტუსს“ „ატალანტადან“ ტეუნ კოპმაინერსი შეუერთდება, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია. ნიდერლანდელი ტურინში ხვალ ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.