ფეხბურთი

16:35 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი სამედიცინო შემოწმებაზე მივიდა

გიორგი მამარდაშვილი სამედიცინო შემოწმებას ამ წუთებში გადის. ქართველი მეკარე ინგლისური კლუბის წარმომადგენლებთან და აგენტ, ლევან სეთურიძესთან ერთად მივიდა ვალენსიაში მდებარე კლინიკა IMED-ში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

თუ ტესტებზე პრობლემა არ წარმოიშვა, შემდეგ ის „ლივერპულთან“ ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „ვალენსიაში“ დარჩება.

"ვალენსია" 30 მილიონ ევროს ფიქსირებულად მიიღებს, ხოლო 5 მილიონს ევროს ბონუსად. გარდა ამისა, ესპანურ კლუბს მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 10%-იც ერგება.

გიორგი მამარდაშვილი 2021 წლის ზაფხულში ვალენსიაში იჯარით გადავიდა, 6 თვის შემდეგ კი, ის მილიონ ევროზე ნაკლებად გამოისყიდეს. დღემდე ესპანურ გუნდში ქართველმა მეკარემ 102 თამაში ჩაატარა.

მამარდაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, „ვალენსიამდე“ კი, იჯარით „რუსთავსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან დღემდე 21 მატჩი ჩაატარა.

0.109288