ფეხბურთი

15:39 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სვენ-გორან ერიქსონი გარდაიცვალა

დღეს, 26 აგვისტოს, ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სვენ-ერან ერიქსონი გარდაიცვალა - გვამცნობს BBC.

იანვარში 76 წლის შვედმა რადიოსადგურ P1-ზე აღიარა, რომ მას პანკრეასის ტერმინალური კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სიცოცხლის მაქსიმუმ ერთი წელიწადი დარჩა.

ერიკსენი ინგლისის ნაკრებს 2001-2006 წლებში წვრთნიდა, როცა „სამ ლომს“ „ოქროს თაობა“: დევიდ ბექემი, სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი და უეინ რუნი ჰყავდა.

ერიქსონის ბოლო სამუშაო ადგილი შვედური „კარლსტადი“ გახლდათ, სადაც ის სპორტულ დირექტორად მსახურობდა. მთავარი მწვრთნელის რანგში, ინგლისის ნაკრების გარდა სპეციალისტი მუშაობდა „რომაში,“ „ფიორენტინაში,“ „ბენფიკაში,“ „სამპდორიაში,“ „ლაციოში,“ „მანჩესტერ სიტიში,“ „ლესტერში“ და მექსიკის, კოტ დ'ივუარისა და ფილიპინების ნაკრებებში.

0.127368