ლონდონის „ჩელსი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „მანჩესტერ იუნაიტედიდან" თავდამსხმელის ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს - წერს The Telegraph.
წყაროს ცნობით, ლონდონურ გუნდს სანჩოს გარემარბ რაჰიმ სტერლინგში გაცვლა სურს. ასევე ცნობილია, რომ სანჩოს დიდი ხელფასი შეიძლება პრობლემა გახდეს. „ლურჯები“ მხოლოდ მაშინ იქნებიან მზად ფეხბურთელის გაფორმებაზე, თუ ის უფრო მოკრძალებულ კონტრაქტზე დათანხმდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტერლინგით „ასტონ ვილა“ და ტურინის „იუვენტუსი“ დაინტერესდნენ, რომლებიც სანჩოს ტრანსფერის ვარიანტსაც განიხილავენ.
სანჩოს ამჟამინდელი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში, სტერლინგისა -„ჩელსისთან“ 2027 წლის ზაფხულამდე.