მიუნხენის „ბაიერნი“ ბუნდესლიგის სეზონის პირველ მატჩში ზედიზედ მე-13-ედ დარჩა დაუმარცხებელი - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta.
ეს მიღწევა გუნდისთვის ახალი რეკორდი გამოდგა ბუნდესლიგის ისტორიაში. „ბაიერნს“ სეზონის პირველ მატჩებში 11 მოგება და 2 ფრე აქვს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესლიგის 1-ლი ტურის მატჩში ერთმანეთს „ვოლფსბურგი“ და „ბაიერნი“ შეხვდნენ. მიუნხენელებმა ანგარიშით 3:2 მოიგეს.
2023/2024 წლების სეზონში მიუნხენურმა გუნდმა გერმანიის ჩემპიონატში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, „ბაიერისა“ და „შტუტგარტის“ შემდეგ.