რუმინეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „კრაიოვას“ ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი დაშავდა.
ბუქარესტის „დინამოსთან“ შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველი 49-ე წუთზე შეცვალეს. რუმინული გამოცემა Fanatik-ის ცნობით, ანზორს ორშაბათს ჩაუტარდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რათა ტრავმის ხარისხი დაზუსტდეს, მაგრამ წყაროს თანახმად, დაზიანება იმაზე სერიოზულია, ვიდრე პირველად ჩანდა და მექვაბიშვილს სავარაუდოდ, ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი, რაც თუ დადასტურდება, თითქმის მთელ სეზონს გამოტოვებს.
სულ მალე სანაკრებო მატჩებია და ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უნდა დაასახელოს.
ანზორ მექვაბიშვილს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.