„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა „მონაკოსთან“ მატჩის (0:2) მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.
მას ჰკითხეს, თუ რატომ ათამაშა ქართველი ფორვარდი მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე, რასაც ფრანგმა სპეციალისტმა პასუხი გასცა:
„ეს არ იყო საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ წარსულში ამ პოზიციაზე ნათამაშები ჰქონდა, აქვს საკმარისი ინტელექტი ადაპტაციისთვის და შეეძლო ამ მატჩშიც ეთამაშა მარჯვენა ფლანგზე. სამწუხაროა, რომ დასაწყისში მოგვიწია შეცვლის გაკეთება, გვინდოდა ფლანგებზე სისწრაფე გამოგვეყენებინა და განსხვავება შეგვექმნა.
ლაკაზეტს ყოველთვის ვენდობი. მიქაუტაძეს შეყვანა ასე ადრე არ იყო დაგეგმილი, ნუამას ტრავმა ჩვენთვის საშინელება იყო, რადგან მას იმ მომენტში გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ტრავმა მიიღო, მაგრამ ეს არაფერს ამართლებს. დღეს არ ვართ ოპტიმალურ პირობებში, მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელი და ამ სიტუაციას უნდა გავუმკლავდეთ. შეიძლებოდა ლაკაზეტის და მიქაუტაძის დუეტით დაგვეწყო თამაში, მაგრამ ჩემს არჩევანზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ“, - თქვა საჟმა.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ ორი ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა, მესამე ტურში კი, 30 აგვისტოს, „სტრასბურს“ უმასპინძლებს.