„ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მეორე ტურში „სელტასთან“ პენალტი მოიგერია.
ქართველ მეკარეს პენალტებში ბოლო დროს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს: 2023-2024 წლების სეზონის სტარტიდან ლა ლიგაში არავის მოუგერიებია მამარდაშვილზე მეტი პენალტი - 4.
გიორგიმ გასულ სეზონში პენალტები კიკე გარსიას (ალავესი), ალექს ბაენას (ვილიარეალი) და ანტე ბუდიმირს (ოსასუნა) აუღო, ხოლო ამჯერად ვიგოს „სელტას“ თავდამსხმელ იაგო ასპასს აჯობა.
ზოგადად, „ვალენსიაში“ მის კარში შესრულებული ბოლო 7 პენალტიდან მან 4 მოიგერია, რაც ძალიან კარგი შედეგია. „ვალენსიაში“ თამაშის პერიოდში მამარდაშვილის სტატისტიკა პენალტებში ასეთია (სტატისტიკაში შედის მხოლოდ ლა ლიგის მატჩები და არ შედის პენალტების სერია ან სანაკრებო მატჩები):
2021-2022 წლების სეზონი - 0/2
2022-2023 წლების სეზონი - 0/4
2023-2024 წლების სეზონი - 3/5
2024-2025 წლების სეზონი - 1/2
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ახლოსაა "ლივერპულში" ტრანსფერთან, მაგრამ მიმდინარე სეზონს იჯარით "ვალენსიაში" გაატარებს.