ფეხბურთი

11:46 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა სექტემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

2026 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიამ აქამდე ჩატარებული 6 მატჩიდან 3 წააგო, შესაბამისად, ქულების დაკარგვის უფლება დიდად აღარ აქვს. „სელესაო“ უახლოეს ორ შეხვედრას შემდეგი შემადგენლობით ჩაატარებს:

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ბენტო (ალ-ნასრი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი)

მცველები: ლუკას ბერალდო (პარი სენ-ჟერმენი), ედერ მილიტაო (რეალი), გაბრიელ მაგალაეში (არსენალი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი), დანილო (იუვენტუსი), იან კოუტო (დორტმუნდი), გილერმე არანა (ატლეტიკო მინეირო), ვენდელი (პორტუ)

ნახევარმცველები: როდრიგო (რეალი), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), ჟოაო გომეში (ვულვზი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი), ანდრე (ფლუმინენსე), ჟერსონი (ფლამენგო)

თავდამსხმელები: ენდრიკი (რეალი), სავინიო (მანჩესტერ სიტი), ვინისიუსი (რეალი), ესტევაო (პალმეირასი), ლუის ენრიკე (ბოტაფოგო), პედრო (ფლამენგო)

შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრები 7 სექტემბერს, ეკვადორს უმასპინძლებს, ხოლო 11 სექტემბერს, სტუმრად პარაგვაის დაუპირისპირდება. „სელესაო“ შესარჩევ ეტაპზე ექვსი ტურის შემდეგ 7 ქულით მხოლოდ მეექვსე ადგილზეა.

0.118